"ზურიკოს გამო რამდენიმე თურქული კლუბი დამიკავშირდა და.." | აჩი არველაძე » სპორტის ხაზი

"ზურიკოს გამო რამდენიმე თურქული კლუბი დამიკავშირდა და.." | აჩი არველაძე

"ზურიკოს გამო რამდენიმე თურქული კლუბი დამიკავშირდა და.." | აჩი არველაძე
8-12-2022, 16:40
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ, ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, აჩი არველაძის კომენტარი, სადაც ის ზურიკო დავითაშვილის თურქულ კლუბში შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს:

"ვფიქრობ, რომ ზურიკო დავითაშვილი ძალიან კარგ კლუბში გადავიდა. სხვათაშორის, ბორდომდე რამდენიმე თურქული კლუბი დამიკავშირდა და მასზე მკითხა, მაგრამ საქმის ბოლომდე მიმყვანი არცერთი აღმოჩნდა. როცა ზურიკო ბორდოში გადავიდა, თურქებს ნიშნისმომგები მესიჯები სათითაოდ გავუგზავნე." - მოჰყავს აჩი არველაძის სიტყვები ქართულ სპორტულ გვერდ 90 წუთს.

ცნობისთვის, ქართველ ფეხბურთელს ფრანგულ კლუბში უკვე 8 თამაში მოუგროვდა, რა დროშიც ზურიკო დავითაშვილმა მეტოქის კარის აღება 2-ჯერ, საგოლე გადაცემის გაკეთება კი ერთხელ შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.