VIDEO: ბექა ბურჯანაძის გუნდმა წააგო | ტრიბუნებზე ფანებმა ჩხუბი დაიწყეს » სპორტის ხაზი

VIDEO: ბექა ბურჯანაძის გუნდმა წააგო | ტრიბუნებზე ფანებმა ჩხუბი დაიწყეს

VIDEO: ბექა ბურჯანაძის გუნდმა წააგო | ტრიბუნებზე ფანებმა ჩხუბი დაიწყეს
8-12-2022, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე რეჯინასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ეგიდით აეკ-ს ესტუმრა და ქართველის გუნდი 9 ქულით დამარცხდა - 59:68. აღსანიშნავია, რომ რეჯინამ პირველი ნახევარი კარგად ითამაშა და 10 ქულის სხვაობითაც მოიგო, თუმცა მეორე ტაიმში გუნდის თამაში რადიკალურად გაუარესდა და საბოლოოდ, რეჯინამ ბერძნულ კლუბთან მარცხი განიცადა.

რაც შეეხება უშალოდ ქართველს, მან პარკეტზე 32:11 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მითვალა. ცნობისთვის, რეჯინა ბოლო ტურში გერმანული ბონის წინააღმდეგ ითამაშებს და იმ შემთხვევაში, თუ ბურჯანაძის გუნდი გაიმარჯვებს, მაშინ ის ჯგუფიდან გავა.

საგულისხმოა, რომ მაშინ, როდესაც შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, აეკ-ის გულშემატკივრებმა რეჯინას ფანების სექტორისკენ ორი ცეცხლმაქრი ისროლეს, რის გამოც ქომაგებს შორის დაპირისპირება დაიწყო, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ რეჯინას გულშემატკივრები სპეციალური გვირაბით გაიყვანა და აეროპორტამდე მშვიდობით მიაცილა - იხილეთ ვიდეო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი