ლიონს ტრანსფერის გაკეთება 1 წლით აუკრძალეს - მიზეზი სასაცილოა » სპორტის ხაზი

ლიონს ტრანსფერის გაკეთება 1 წლით აუკრძალეს - მიზეზი სასაცილოა

ლიონს ტრანსფერის გაკეთება 1 წლით აუკრძალეს - მიზეზი სასაცილოა
28-05-2025, 13:19
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, UEFA-მ საფრანგეთის კლუბ „ლიონს“ 2026 წლის ზაფხულამდე ახალი ტრანსფერების განხორციელება დროებით აუკრძალა. როგორც გამოცემა L’Équipe იტყობინება, შეზღუდვის მიზეზი 2000 ევროს ოდენობის დავალიანებაა, რომელიც კლუბს ერთ-ერთი წარსული ტრანსფერის საკომისიოდ უნდა გადაეხადა.

მიუხედავად იმისა, რომ „ლიონის“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ საკითხი მალე გადაწყდება და ვალის გადახდაც უზრუნველყოფილი იქნება, ევროპული საფეხბურთო ასოციაცია ჯერჯერობით გადაწყვეტილების შეცვლას არ ჩქარობს. კლუბი იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში სანქციის გადახედვას მიაღწევს.

დროებითი აკრძალვა კლუბს ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციაში ზღუდავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დროს "ლიონს" არ შეეძლება ახალი მოთამაშეების დამატება, თუმცა მიმდინარე შემადგენლობის გაყიდვა კვლავაც შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ „ლიონმა“ საფრანგეთის ჩემპიონატი მე-6 პოზიციაზე დაასრულა, რაც გუნდისთვის მომდევნო სეზონში ევროპალიგაში მონაწილეობის შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს, იგი ერთ-ერთ ძირითად სამიზნედ მიიჩნეოდა "ლიონის" მენეჯმენტის მხრიდან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი