ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი — უეფას ჩემპიონთა ლიგა 2024/25 წლების სეზონისთვის დასრულებულია და დროა, გავარკვიოთ, რომელი კლუბები აღმოჩნდნენ ყველაზე წარმატებულნი არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ფინანსური კუთხითაც.
ტურნირში მონაწილე 36-ვე გუნდმა სტარტზე თანაბარი თანხა — €18.62 მილიონი მიიღო. ამას დაემატა გამარჯვებისა და ფრის შემთხვევაში დარიცხული ბონუსები, ხოლო რაც უფრო შორს მივიდნენ გუნდები პლეიოფში, მით უფრო გაიზარდა თანხაც.
1. პსჟ (ჩემპიონი) €137.91 მილიონი
2. ინტერი (ფინალისტი) €133.82 მილიონი
3. ბარსელონა €118.43 მილიონი
4. არსენალი €117.93 მილიონი
ხვიჩა კვარაცხელიამ არამხოლოდ ისტორიული შედეგი აჩვენა მოედანზე, არამედ იმ კლუბის ნაწილი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სეზონში ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო.