ბუნდესლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" გასვლაზე 2:1 დაამარცხა "ელვერსბერგი" და უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა!
პირველი შეხვედრაში "ჰაიდენჰაიმი" შინ 0:2-ს აგებდა, თუმცა თამაშის გადარჩენა მაინც შეძლო და საბოლოოდ ანგარიში 2:2 დააფიქსირა.
ზივზივაძე მატჩს სათადარიგოთა სკამიდან შეხვდა.
მარვინ პირინგერის ტრავმის შემდეგ, მინდორზე 23-ე წუთზე გამოჩნდა. საბოლოო შეტევა კი სწორედ ბუდუს აქტიურობით დაიწყო, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა!
90+5-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ შეტევა წამოიწყო, რომლის დასასრულშიც ლეო სკიენზამ გამარჯვების გოლი გაიტანა – 1:2.
"ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგაში რჩება, ხოლო ბუდუ ზივზივაძე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ გადამწყვეტი მომენტებისთვის მზადაა.