გოლი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - როგორ შეაფასეს ზივზივაძე ბუნდესლიგაში? » სპორტის ხაზი

გოლი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - როგორ შეაფასეს ზივზივაძე ბუნდესლიგაში?

გოლი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი  - როგორ შეაფასეს ზივზივაძე ბუნდესლიგაში?
9-03-2025, 23:11
Aa Aa
გაზიარება:

ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის ბუნდესლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა , რითაც "ჰაიდენჰაიმს" "ჰოფენჰაიმთან" გასვლით მატჩში (1:1) ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

ქართველმა ფორვარდმა, რომელიც ზამთარში "კარლსრუედან" შეუერთდა გუნდს, მოედანზე მეორე ტაიმში, 46-ე წუთზე გამოჩნდა და თამაშში სწრაფად აჩვენა თავისი ღირებულება.

"ჰოფენჰაიმმა" პირველ ტაიმში ჰარის ტაბაკოვიჩის გოლით დააწინაურა, მაგრამ "ჰაიდენჰაიმმა" შესვენების შემდეგ ტაქტიკური ცვლილებებითა და ზივზივაძის აქტიურობით ანგარიში გაათანაბრა. 65-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა საჯარიმოში ბურთი მიიღო და შთამბეჭდავი, მოჭრილი დარტყმით ბადე შეარხია, რითაც თავისი სადებიუტო გოლი აღნიშნა ბუნდესლიგაში.

25 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 16 ქულით კვლავ ბოლო, მე-18 ადგილზე რჩება, მაგრამ გუნდში იმედოვნებენ, რომ დარჩენილ ცხრა მატჩში შეძლებენ გადამწყვეტ ქულების მოპოვებასა და ლიგაში დარჩენას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი