"ჯერ შედარება ადრეა" | ინსინიეს მწვრთნელი ხვიჩასა და ლორენცოზე » სპორტის ხაზი

"ჯერ შედარება ადრეა" | ინსინიეს მწვრთნელი ხვიჩასა და ლორენცოზე

"ჯერ შედარება ადრეა" | ინსინიეს მწვრთნელი ხვიჩასა და ლორენცოზე
8-12-2022, 11:40
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიასა და ლორენცო ინსინიეს ერთმანეთთან შედარების საკითხზე რადიო Punto Nuovo-ს ეთერში ისაუბრა ნაპოლის ახალგაზრდული გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა, ერნესტო აპუცომ, რომელიც მთავარ პერსონად ითვლება, ვინც ლორენცო ინსინიე აღმოაჩინა და ნაპოლის ძირითად გუნდში გზა გაუხსნა:

"შედარება ინსინიესა და კვარაცხელიას შორის? - მოდით, ამას ჯერ ნუ გავაკეთებთ და მივცეთ ხვიჩას მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა. უკვე აშკარაა, რომ მას დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია, რადგან მისი საოცარი მონაცემები პირველივე თამაშებიდან გამოჩნდა. ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ყველა თვისება აქვს და მესმის, რომ გულშემატკივრებს შედარებების კეთება უყვართ, თუმცა, რეალურად ეს 8 ან 9 წლის შემდეგ უნდა გავაკეთოთ, მაშინ, როდესაც კვარაცხელიას სრული კარიერისთვის თვალის მიდევნებას შევძლებთ. გახსოვდეთ ისიც, რომ ლორენცომ მთელი თავისი ცხოვრება და ემოციები ნაპოლის მიუძღვნა, მას ლურჯი მაისურით უამრავი კარგი რამ აქვს გაკეთებული. ინსინიე ყოველთვის იქნება ნაპოლის პირველი მხარდამჭერი, კვარაცხელიას კი მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა უნდა მივცდეთ და დავაკვირდეთ." - ერნესტო აპუცო.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიღებული წელის ტრავმის შემდეგ, მინდორზე გუშინ გამოჩნდა, სადაც მან ანტალიასპორის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში პირველი 45 წუთი ითამაშა. აღნიშნული მატჩი ნაპოლიმ 2-3 მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.