მოლაპარაკებები თავად ჩაშალა - რომელ ტოპ კლუბს უთხრა უარი ჩაკვეტაძემ » სპორტის ხაზი

მოლაპარაკებები თავად ჩაშალა - რომელ ტოპ კლუბს უთხრა უარი ჩაკვეტაძემ

მოლაპარაკებები თავად ჩაშალა - რომელ ტოპ კლუბს უთხრა უარი ჩაკვეტაძემ
26-05-2025, 14:10
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური „უოტფორდის“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ თურქულ „ტრაბზონსპორში“ გადასვლაზე თავად თქვა უარი. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Kuzey Ekspres ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თურქული კლუბი ჩაკვეტაძის ტრანსფერით სერიოზულად იყო დაინტერესებული და აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა როგორც ფეხბურთელის აგენტთან, ასევე „უოტფორდის“ წარმომადგენლებთან. მიუხედავად ამისა, გარიგება არ შედგა — მთავარი მიზეზი თავად ჩაკვეტაძის გადაწყვეტილება გახდა, რომელიც თურქეთში თამაშს არ ამჯობინებს.

გიორგი ჩაკვეტაძე მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ მაისურით ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. ყველა ტურნირის ჩათვლით მან 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 7 საგოლე გადაცემა. მისი სტაბილური და ტექნიკური თამაში ყურადღებას არაერთი კლუბის მხრიდან იპყრობს — დაინტერესება გამოხატეს როგორც ინგლისის პრემიერლიგის, ისე ლა ლიგის გუნდებმა.

როგორც ჩანს, ჩაკვეტაძე მხოლოდ ტოპ ჩემპიონატში თამაშის შესაძლებლოებას განიხილავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი