"რა სირცხვილია, რომ 90 წუთის განმავლოაში.." | რონალდუს ცოლის პოსტი » სპორტის ხაზი

"რა სირცხვილია, რომ 90 წუთის განმავლოაში.." | რონალდუს ცოლის პოსტი

"რა სირცხვილია, რომ 90 წუთის განმავლოაში.." | რონალდუს ცოლის პოსტი
7-12-2022, 23:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ფერნანდო სანტუშის პორტუგალიის ნაკრებმა მუნდიალის 1/8 ფინალში მურატ იაკინის შვეიცარია 6-1 გააცამტვერა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ის ტურნირის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენის, ვალიდ რეგრაგის წინააღმდეგ ითამაშებს.

როგორც იცით, ამ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს სათამაშოდ მხოლოდ 20 წუთი მიეცა, მის მაგივრად სასტარტოში დაყენებულმა გონსალო რამოშმა კი თავი ჰეთ-თრიქით დაგვამახსოვრა.

მიუხედავად ამისა, დღეს, სოციალურ ქსელში კრიშტიანუ რონალდუს ცოლის, ჯორჯინა როდრიგესის პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ის წერს: "სანამ 11 მოთამაშე ეროვნულ ჰიმნს მღეროდა, ყველა კამერა კრიშტიანუზე იყო ორიენტირებული. როგორი სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ მან 90 წუთის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსით ტკბობა ვერ შეძლო. ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემატკივრებს შენი გვარის ყვირილს არ შეუწყვიტავთ. ვიმედოვნებ, რომ ღმერთი და შენი ძვირფასი მეგობარი ფერნანდო (პორტუგალიის მთავარი მწვრთნელი) ერთმანეთს ხელს ჩასჭიდებენ და კიდევ ერთხელ შეგვარყევენ." - წერს ჯორჯინა სოციალურ ქსელში.

საინტერესოა, თუ რას უნდა ნიშნავდეს მსგავსი პოსტი რონალდუს ოჯახის წევრისგან..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.