მომდევნო სეზონს სიახლით იწყებს - იამალი ლეგენდარულ პასუხისმგებლობით » სპორტის ხაზი

მომდევნო სეზონს სიახლით იწყებს - იამალი ლეგენდარულ პასუხისმგებლობით

მომდევნო სეზონს სიახლით იწყებს - იამალი ლეგენდარულ პასუხისმგებლობით
20-05-2025, 16:04
Aa Aa
გაზიარება:

კატალონიის ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავი, ლამინ იამალი, 2025/26 წლების სეზონს მნიშვნელოვანი ცვლილებით იწყებს — 17 წლის ესპანელი ფეხბურთელი მომდევნო სეზონიდან გუნდის 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ იამალი ამ დრომდე ბარსელონას რიგებში ნომერი 19-ით გამოდიოდა, თუმცა კლუბის ლეგენდარული ნომრის — 10-ის მორგება მისთვის როგორც სიმბოლური, ისე დიდი პასუხისმგებლობის მატარებელია. სწორედ ეს ნომერი ატარებდნენ კლუბის ისტორიაში ისეთ იკონურ ფიგურები, როგორებიც არიან ლიონელ მესი და რონალდინიო.

მიმდინარე სეზონში ლამინ იამალი ბარსელონას მაისურით განსაკუთრებული შედეგებით გამოირჩა — ახალგაზრდა შემტევმა სულ 54 მატჩი ჩაატარა, სადაც 18 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა გააკეთა. იამალი არა მხოლოდ ბარსელონას, არამედ ესპანეთის ნაკრების მთავარი იმედია და ფეხბურთის ექსპერტების დიდი ნაწილი მას უკვე ევროპული ფეხბურთის ახალ ვარსკვლავად მიიჩნევს.

ლამინ იამალის 10-ნომრიანი მაისურით ასპარეზობა ადასტურებს, რომ კლუბი მასში დიდ მომავალს ხედავს და სურს, ლიდერის როლი სწორედ მას მიანდოს. ახალგაზრდა ფეხბურთელი კი ამ მოლოდინებს სრული თავდაჯერებით ხვდება და აცხადებს, რომ მზად არის, კლუბისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს.

ახალი სეზონიდან ლამინის ე.წ. სიმბოლური სტატუსი ბარსელონაში რეალურ პასუხისმგებლობად იქცევა — ახლა უკვე 10 ნომრით.


კომენტარის დამატება ( 1 )
კოდის განახლება
SHOTEX_21

მოუხდება 10 ნომერი

21 მაი 2025 01:20
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი