დინამო თბილისის 19-წლამდელებმა ვიტ-ჯორჯიას სძლიეს | ოქროს ლიგა » სპორტის ხაზი

დინამო თბილისის 19-წლამდელებმა ვიტ-ჯორჯიას სძლიეს | ოქროს ლიგა

დინამო თბილისის 19-წლამდელებმა ვიტ-ჯორჯიას სძლიეს | ოქროს ლიგა
20-05-2025, 15:51
Aa Aa
გაზიარება:

გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი 19 წლამდე გუნდებს შორის. ოქროს ლიგის მე-14 ტურის მატჩი (მე-11 შეხვედრა) ითამაშა დინამომ, რომელმაც ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა და 3-2 აჯობა მეტოქეს. გოლები თანაქალაქელს რეზი დანელიამ, ანდრია ვიბლიანმა და რატი ალექსიძემ გაუტანეს.

დინამოელები სატურნირო ცხრილში 26 ქულით, პირველ-მეორე ადგილს იბერიასთან ინაწილებენ. მომდევნო შეხვედრას ვასილ გეგუჩაძის გუნდი 21 მაისს, საგურამოში ლოკომოტივთან გამართავს.

U19 დინამო 3-2 ვიტ ჯორჯია

U19 დინამო: ღაღვაშვილი, ლელაშვილი, ლომიძე, გვაზავა, ნიკოლაიშვილი, ხოხაშვილი, ხუციშვილი, ძნელაძე, დანელია, ვიბლიანი, ალექსიძე

სათადარიგო სკამი: კალანდაძე, საჯაია, ჯინორია, ნათენაძე, რეხვიაშვილი, ჩხარტიშვილი, ტოგონიძე, ბიგვავა, მიქაუტაძე


- ვკითხულობთ დედაქალაქური კლუბის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი