19 წლამდე ოქროს ლიგის გათამაშების მე-9 ტურში "დინამოელები" ფოთს ესტუმრნენ, ადგილობრივ "კოლხეთს" დაუპირისპირდნენ და დაძაბული მატჩი გამარჯვებით დაასრულეს.
დედაქალაქელებმა მასპინძელთა 2 გოლს, სამი ზუსტი დარტყმით უპასუხეს. იუსიბ მეხტიევმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც რეზი დანელიას ანგარიშზეა. თბილისელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ "იბერიას" 2 ქულით ჩამორჩებიან.
მომდევნო მატჩს ვასილ გეგუჩაძის გუნდი 10 მაისს გორში, დილასთან გამართავს.
U19 "კოლხეთი" 2-3 "დინამო"