სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია » სპორტის ხაზი

სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია

სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია
20-05-2025, 13:54
Aa Aa
გაზიარება:

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2025 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 26 და 27 ივნისს შედგება.

გათამაშებაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობს: მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი სპაერი და ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები - ტორპედო ქუთაისი და გორის დილა

26 ივნისს, სუპერთასის ნახევარფინალში თბილისის იბერია 1999 - გორის დილას შეხვდება, ხოლო 27 ივნისს თბილისის სპაერი - ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

26 ივნისი | იბერია 1999 - დილა | დავით პეტრიაშვილი არენა | 20:00
27 ივნისი | სპაერი - ტორპედო | დავით პეტრიაშვილი არენა | 20:00
მესამე ადგილისთვის მატჩი 1 ივლიის გაიმართება, ხოლო სუპერთასის ფინალური შეხვედრა 2 ივლისს შედგება.

gff.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი