შტურმი ჩემპიონობას მიუახლოვდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება » სპორტის ხაზი

შტურმი ჩემპიონობას მიუახლოვდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება

შტურმი ჩემპიონობას მიუახლოვდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება
19-05-2025, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში გრაცის „შტურმმა“ ვენაში გამართული მატჩი „რაპიდთან“ 1:3 დათმო და ჩემპიონობის ვადამდე გაფორმება ვერ მოახერხა. ფრეც კი საკმარისი იქნებოდა ჩემპიონის ტიტულისთვის, თუმცა გუნდმა უშანსოდ წააგო.

მატჩში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც SofaScore-ისგან 7.5, ხოლო Flashscore-ისგან 6.7 ქულა მიიღო.

„შტურმი“ ამ ეტაპზე 39 ქულით ლიდერობს და მხოლოდ სამი ქულით უსწრებს „აუსტრიასა“ და „ვოლფსბერგერს“. გადამწყვეტ შეხვედრას გრაცელები 24 მაისს სწორედ „ვოლფსბერგერთან“ ჩაატარებენ.

გოლები: 1:0 ბოლა (20’), 2:0 ბურგშტალერი (41’), 2:1 გრგიჩი (66’), 3:1 ბოლა (78’).

ცნობისთვის, ზემოთხსენებული შეხვედრა ვენის „ალიანც სტადიონზე“ გაიმართა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.