"ეს სკუდეტო ჩემი და გუნდის შრომის დაფასება იქნება" - ანტონიო კონტე » სპორტის ხაზი

"ეს სკუდეტო ჩემი და გუნდის შრომის დაფასება იქნება" - ანტონიო კონტე

"ეს სკუდეტო ჩემი და გუნდის შრომის დაფასება იქნება" - ანტონიო კონტე
გუშინ, 17:26
Aa Aa
გაზიარება:

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე „პარმასთან“ ფრის (0:0) შემდეგ აცხადებს, რომ მიუხედავად დაღლილობისა, გუნდს სკუდეტოსგან მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს.

ძალიან რთული სეზონი გამოვიარეთ, ტრავმები, სირთულეები, მაგრამ არასდროს დავნებდით. ახლა ყველაფრის გადაწყვეტა ბოლო მატჩზეა დამოკიდებული. ეს სკუდეტო ჩემი და გუნდის შრომის დაფასება იქნება,“ — აღნიშნა კონტემ.

იგი ასევე მოუწოდებს გულშემატკივრებს, ბოლომდე კონცენტრირებულნი დარჩნენ და ნაადრევად არ იზეიმონ.

ცნობისთვის, ბოლო ტურში „ნაპოლი“ „კალიარის“ დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედ გახდება სერია A-ს ჩემპიონი.








კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი