პრემიერ ლიგის 2 გრანდი ჟოაო პედროს ტრანსფერით ინტერესდება » სპორტის ხაზი

პრემიერ ლიგის 2 გრანდი ჟოაო პედროს ტრანსფერით ინტერესდება

პრემიერ ლიგის 2 გრანდი ჟოაო პედროს ტრანსფერით ინტერესდება
გუშინ, 16:08
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის „ჩელსი“ „ბრაიტონის“ თავდამსხმელის, ჟოაო პედროს ტრანსფერით სერიოზულად დაინტერესდა. როგორც Caught Offside იუწყება, ლონდონური კლუბი უკვე მზადაა მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

23 წლის ფორვარდის ტრანსფერზე „ბრაიტონი“ 60 მილიონ ევროს ითხოვს. პრესის ცნობით, თავად ფეხბურთელიც არ გამორიცხავს გუნდის შეცვლას, რაც მის შესაძლო წასვლას რეალურ საფუძველს აძლევს.

ჟოაო პედროთი მხოლოდ „ჩელსი“ არ ინტერესდება — მისი დამატება „ლივერპულსაც“ სურს. მერსისაიდელები მას დარვინ ნუნიესის შესაძლო შემცვლელად განიხილავენ.

ბრაზილიელს „ბრაიტონთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით, მისი მიმდინარე საბაზრო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში პედრომ 30 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი