ილია თოფურიას მომდევნო მეტოქის, ჩარლზ ოლივეირას მწვრთნელმა, დიეგო ლიმამ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქართველის წინააღმდეგ სერიოზულად ემზადებიან და ერთბაშად რამდენიმე ტაქტიკის ათვისებას აპირებენ.
ილია უნივერსალური მებრძოლია. ყველა მის დაფინიშების უნარზე საუბრობს, თუმცა მას პარტერიც და ჩხუბიც არაჩვეულებრივი აქვს. ამის გამო ერთბაშად სამ სტრატეგიას ვამუშავებთ, რათა ილია ბრძოლის განმავლობაში მაქსიმალურად გავაკონტროლოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. ვფიქრობთ, რომ ეს გზა თოფურიას დაგვამარცხებინებს.
- თქვა დიეგო ლიმამ.
შეგახსენებთ, რომ თოფურიას და ოლივეირას სატიტულო დაპირისპირება 28 ივნისს გაიმართება და როგორც ექსპერტები ელიან, გამარჯვება ილიას უნდა დარჩეს.