"ამ წონაში სხვა წესებია, ამიტომ.." - რა თქვა ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიაზე » სპორტის ხაზი

"ამ წონაში სხვა წესებია, ამიტომ.." - რა თქვა ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიაზე

"ამ წონაში სხვა წესებია, ამიტომ.." - რა თქვა ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიაზე
25-03-2025, 13:58
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა, ჩარლზ ოლივეირამ მედიასთან ილია თოფურიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველმა პირდაპირ სატიტული ბრძოლა არ უნდა მიიღოს.

მისი თქმით, დივიზიონში ბევრი გამორჩეული მებრძოლია და თოფურიამ საკუთარი ძალები ჯერ მათ წინააღმდეგ უნდა დაამტკიცოს.

წონის ცვლილების შემდეგ პირდაპირ სატიტულო ბრძოლას არ იმსახურებ. პატივს ვცემ იმას თუ რას აკეთებდა ილია თავის წონაში, მაგრამ აქ თამაშის სხვა წესებია. ამ დივიზიონში ბევრი მებრძოლია, რომელიც ტიტულამდე მიიწევს. თოფურიამ ჯერ მათთან უნდა დაამტკიცოს საკუთარი ძალები და შემდეგ ისაუბროს ჩემპიონობაზე.

- თქვა ოლივეირამ.

ცნობისთვის, ილია თოფურიას პირდაპირ ჩემპიონ ისლამ მახაჩევთან ბრძოლა სურს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი