"ილიას ეს დასამტკიცებელი აქვს.." - ისლამ მახაჩევის მენეჯერის კომენტარი თოფურიაზე » სპორტის ხაზი

"ილიას ეს დასამტკიცებელი აქვს.." - ისლამ მახაჩევის მენეჯერის კომენტარი თოფურიაზე

"ილიას ეს დასამტკიცებელი აქვს.." - ისლამ მახაჩევის მენეჯერის კომენტარი თოფურიაზე
გუშინ, 15:08
Aa Aa
გაზიარება:

ილია თოფურიამ მსუბუქ წონაში გადაინაცვლა, სადაც ქამრის მფლობელი ისლამ მახაჩევია.

ამ გადაწყვეტილებას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ისლამ მახაჩევის მენეჯერის, რაზვამ მაგომედოვისგან, რომელმაც თავისი კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა.

"თოფურიამ პორიესთან, ან ოლივეირასთან ბრძოლით უნდა დაამტკიცოს, რომ მსუბუქი წონის ლეგიტიმური მებრძოლია.

ჩვენ კიდევ ერთი ქვემსუბუქი წონის მებრძოლის დამარცხება აღარ გვსურს, რადგან ეს უკვე გავაკეთეთ. დიდი ბრძოლა გვჭირდება, რომელსაც აზრი ექნება"


- წერს მაგომედოვი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი