ასეთი რამ "რეალში" არავის გაუკეთებია - მბაპეს რეკორდი სადებიუტო სეზონში » სპორტის ხაზი

ასეთი რამ "რეალში" არავის გაუკეთებია - მბაპეს რეკორდი სადებიუტო სეზონში

ასეთი რამ "რეალში" არავის გაუკეთებია - მბაპეს რეკორდი სადებიუტო სეზონში
გუშინ, 01:34
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის 36-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „მალიორკა“ 2:1 დაამარცხა. შეხვედრის გმირი კვლავ კილიან მბაპე გახდა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა და ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა — ფრანგი თავდამსხმელი გახდა პირველი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში, რომელმაც სადებიუტო სეზონში 40 გოლის გატანა შეძლო.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეკრებილი გულშემატკივრების ემოციები მბაპეს გოლმა კიდევ ერთხელ აალაპარაკა. 25 წლის სუპერვარსკვლავი მხოლოდ სტატისტიკით არ გამოირჩევა — მისი ლიდერობა და მოედანზე გავლენა უკვე იგრძნობა, როგორც ესპანეთში, ისე ევროპაში.

მატჩის შემდეგ, „რეალს“ 78 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. ლიდერი კვლავ „ბარსელონაა“, რომელსაც 4-ქულიანი უპირატესობა აქვს. თუ კატალონიური გრანდი დღევანდელ დაპირისპირებაში „ესპანიოლს“ დაამარცხებს, ლა ლიგის ჩემპიონობას ოფიციალურად გაინაღდებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი