"მესის სისუსტე საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ"- ლუის ვან გაალი » სპორტის ხაზი

"მესის სისუსტე საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ"- ლუის ვან გაალი

"მესის სისუსტე საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ"- ლუის ვან გაალი
7-12-2022, 13:37
Aa Aa
გაზიარება:

ჰოლანდიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 9 დეკემბერს, მეოთხედფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. ნიდერლანდელებმა 1/8 ფინალში აშშ ანგარიშით 3:1 დაამარცხეს, ხოლო მესიმ და კამპანიამ ავსტრალია 2:1.

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო მოსაზრებაც დააფისქირა მესის შესახებ: "მესი ყველაზე საშიში და კრეატიული მოთამაშეა, მას შედეგის მომტანი ბევრი მომენტის შექმნაც შეუძლია და გოლების თავად გატანაც. მაგრამ როდესაც ისინი ბურთს კარგავენ, მესი თითქმის არ მონაწილეობს იმ ეპიზოდში და ეს ჩვენ შანსს გვაძლევს."

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული გუნდი ხორვატიასა და ბრაზილიას შორის უკეთესს შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი