მიქაუტაძის თანაგუნდელი ამიერიდან ხვიჩას დაეხმარება - პსჟ საგრძნობლად ძლიერდება » სპორტის ხაზი

მიქაუტაძის თანაგუნდელი ამიერიდან ხვიჩას დაეხმარება - პსჟ საგრძნობლად ძლიერდება

მიქაუტაძის თანაგუნდელი ამიერიდან ხვიჩას დაეხმარება - პსჟ საგრძნობლად ძლიერდება
დღეს, 14:47
Aa Aa
გაზიარება:

„ლიონის“ 21 წლის შემტევის, რაიან შერკის, პსჟ-ში შესაძლო გადასვლა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი გამორჩეული თემაა. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული კლუბი მისდამი სერიოზულ ინტერესს იჩენს, და გარიგების განხორციელება რეალურ შესაძლებლობად განიხილება.

საფრანგეთის ჩემპიონატის სეზონის დაჯილდოების ცერემონიაზე შერკის სწორედ ამ საკითხზე დაუსვეს კითხვა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რას ფიქრობდა იმაზე, რომ მისი სახელი ხშირად მსოფლიოს წამყვან კლუბებთან ერთად ჟღერს. ფეხბურთელის პასუხი იყო გულწრფელი და დამაიმედებელი:

რა თქმა უნდა, ეს მახარებს. პსჟ-ში ბევრი ნაცნობი მყავს – დემბელე და ბარკოლა ჩემი ახლო მეგობრები არიან. როდესაც მოედანზე ერთმანეთთან კარგი ქიმია გაქვს, ეს თამაშზეც დადებითად აისახება,“ – აღნიშნა შერკიმ.

როცა შეკითხვამ ტრანსფერის შესაძლებლობაზე უფრო პირდაპირი ფორმა მიიღო, მან უბრალოდ გაიღიმა და მოკლედ უპასუხა: „არ ვიცი.

შერკის სახელს „პსჟ“-სთან აქამდეც აკავშირებდნენ. „ლიონის“ პრეზიდენტმა ჯონ ტექსტორმა ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა, რომ 2023 წელს ფეხბურთელი პარიზში გადასვლით იყო დაინტერესებული, თუმცა საბოლოოდ კლუბში დარჩენა არჩია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი