რეიტინგში დაწინაურდა - რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში » სპორტის ხაზი

რეიტინგში დაწინაურდა - რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში

რეიტინგში დაწინაურდა - რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში
დღეს, 10:55
Aa Aa
გაზიარება:

პსჟ-ს ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, კიდევ ერთი ნაბიჯი წინ გადადგა „ოქროს ბურთის“ პრესტიჟულ რეიტინგში. სპორტული პლატფორმა Score 90-ის მიერ გამოქვეყნებული მაისის განახლებული სია მიანიშნებს, რომ ხვიჩა უკვე მე-11 პოზიციაზე იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ ის საუკეთესო ათეულთან ძალიან ახლოს არის. შედარებისთვის, აპრილის რეიტინგში ის მე-15 ადგილს იკავებდა.

პარიზული გუნდის შემადგენლობიდან რეიტინგში უფრო მაღალ პოზიციებზე მხოლოდ ორი ფეხბურთელი იმყოფება – უსმან დემბელე მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა მერვეზეა.

Score 90-ის მიმდინარე TOP 10-ში უდიდესი წილი „ბარსელონას“ ფეხბურთელებზე მოდის – კატალონიური გრანდი ოთხი მოთამაშით არის წარმოდგენილი. ლიდერობს ლამინ იამალი, ხოლო მის შემდეგ მოდიან რაფინია (მე-3) და პედრი (მე-4).

ხვიჩა კვარაცხელია წარსულშიც მოხვედრილა „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში – 2023 წელს, როცა ის „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა, France Football-ის ხმების მიხედვით მან მე-17 ადგილი დაიკავა და 6 ქულა დააგროვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი