საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერზე წარმატებული გამოსვლით დაბრუნდა. მან პირველ წრეში გამოცდილ ესპანელ მოთამაშეს, ალბერტ რამოს-ვინოლასს შთამბეჭდავი ანგარიშით – 6:2, 6:2 სძლია.
მიუხედავად იმისა, რომ 37 წლის ესპანელი ამჟამად მსოფლიოს 259-ე პოზიციაზე იმყოფება, მისი გამოცდილება და წარსული მიღწევები მიანიშნებს, რომ ასეთ მატჩში ფავორიტის სტატუსი პირობითია. რამოს-ვინოლასს კარიერაში ოთხი ATP ტიტული აქვს მოპოვებული და საუკეთესო პერიოდში მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილს იკავებდა, განსაკუთრებით კი გრუნტის საფარზე ითვლებოდა ძლიერ მოთამაშედ.
ბასილაშვილმა მატჩში თავისი ჩაწოდება უნაკლოდ შეასრულა – ერთიც კი არ დაუკარგავს და 4 ბრეიკი მოიპოვა. სტატისტიკურადაც ნიკოლოზმა მაღალი შედეგი აჩვენა: 6 ეისი და მხოლოდ 2 ორმაგი შეცდომა.
აღსანიშნავია, რომ ეს ბასილაშვილისა და რამოს-ვინოლასის მეოთხე დაპირისპირება იყო და ქართველმა ყველა შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა, რაც ფსიქოლოგიურადაც მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
მომდევნო ეტაპზე ნიკოლოზს მეტოქედ ბერნაბე ძაპატა მირალესი ან ქვენტინ ჰალისი ეყოლება – მათი დაპირისპირება გადაწყვეტს, ვინ შეხვდება ქართველ ჩოგბურთელს მერვედფინალში.