გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს » სპორტის ხაზი

გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გუშინ, 12:14
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისურმა კლუბმა „უოტფორდმა“ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 42 წლის ურუგვაელი სპეციალისტი, პაულო პეცოლანო წარადგინა. ამ თანამდებობაზე მან ტომ კლევერლი შეცვალა.

პეცოლანოს მრავალფეროვანი სამწვრთნელო კარიერა აქვს — ის სხვადასხვა პერიოდში მართავდა ისეთ კლუბებს, როგორებიცაა „ტორკე“, მონტევიდეოს „ლივერპული“, მექსიკის „პაჩუკა“, ბრაზილიის „კრუზეირო“ და ბოლოს ესპანური „ვალიადოლიდი“, რომელიც მის ხელმძღვანელობით 2024 წელს ლა ლიგაში აღზევდა.

„უოტფორდში“ ამჟამად საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ასპარეზობს. მას კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა ბოლო დროს გაჩნდა ინფორმაცია, რომ მისით რამდენიმე პრემიერლიგური გუნდი დაინტერესდა, რაც მისი გუნდის შეცვლის საფუძველი შესაძლოა გახდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი