ლივერპულმა ტრენტის შემცვლელი უკვე შეარჩია - ფრიმპონგი ინგლისში ბრუნდება » სპორტის ხაზი

ლივერპულმა ტრენტის შემცვლელი უკვე შეარჩია - ფრიმპონგი ინგლისში ბრუნდება

ლივერპულმა ტრენტის შემცვლელი უკვე შეარჩია - ფრიმპონგი ინგლისში ბრუნდება
გუშინ, 16:04
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისური გრანდი "ლივერპული" ახლოსაა ნიდერლანდელი მარჯვენა მცველის, ჟერემი ფრიმპონგის ტრანსფერის დასრულებასთან. სპორტულ ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მერსისაიდელებს მოთამაშესთან შეთანხმება უკვე მიღწეული აქვთ, და მზად არიან, "ლევერკუზენს" მის გამოსასყიდად 40 მილიონი ევრო გადაუხადონ.

ფრიმპონგი სავარაუდოდ შეცვლის ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს, რომელიც ზაფხულში გუნდის დატოვებას აპირებს. გავრცელებული ცნობებით, ტრენტი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი 2020 წელს შოტლანდიური "სელტიკიდან" გერმანიაში გადავიდა და მას შემდეგ "ლევერკუზენის" რიგებში 189 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 29 გოლის გატანითაც გამოიჩინა, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია მარჯვენა მცველისთვის.

ფრიმპონგის ტრანსფერი კიდევ ერთ საყურადღებო ნაბიჯად აღიქმება "ლივერპულის" მხრიდან, რომელიც აქტიურად მუშაობს გუნდის განახლებასა და ახალი სეზონისთვის მზადებაზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი