ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბაიერ ლევერკუზენის ნიდერლანდელ მცველს, ჟერემი ფრიმპონგს გუნდის დატოვება 40 მილიონ ევროდ შეეძლება.
ამავე წყაროს მტკიცებით, ფრიმპონგის ტრანსფერით ლა ლიგის და პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესდებიან და დიდი შანსია, რომ ახალი სეზონიდან ჟერემი ახალ ჩემპიონატში ვიხილოთ.
მიმდინარე სეზონში ფრიმპონგმა ბუნდესლიგაში 26 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც მან 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.