"კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაშია"- Ilmattino.it » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაშია"- Ilmattino.it

"კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაშია"- Ilmattino.it
6-12-2022, 12:41
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ilmattino.it იტყობინება, ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ტკივილები აღარ აწუხებს და გუნდის წევრებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. "პარტენოპეის" 77-ე ნომერი შესანიშნავ ფორმაშია და ფიზიკურად უკვე კარგადაა მომზადებული.

Areanapoli აღნიშნავს, რომ ხვიჩას ვარჯიშებზე ულამაზესი ბურთები გააქვს და ამ ფაქტის ამსახველ ფოტო მასალასაც ავრცელებს.

ნეაპოლელები ხვალ ამხანაგურ მატჩში "ანტალიასპორს" დაუპირისპირდებიან, 10 დეკემბერს კი "კრისტალ პალასს" ეთამაშებიან. თურქული შეკრების შემდგომ "ნაპოლი" იტალიაშიც გეგმავს ამხანაგურ შეხვედრებს, 2023 წელს კი სერია ა-ს მატჩით გახსნიან მილანის "ინტერის" წინააღმდეგ. შეხვედრა 4 იანვარს ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი