"ცეკვა მხოლოდ ამიტომ დავიწყე" | ტიტემ კინის კრიტიკას უპასუხა » სპორტის ხაზი

"ცეკვა მხოლოდ ამიტომ დავიწყე" | ტიტემ კინის კრიტიკას უპასუხა

"ცეკვა მხოლოდ ამიტომ დავიწყე" | ტიტემ კინის კრიტიკას უპასუხა
6-12-2022, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ, ბრაზილიის ნაკრებმა თავის 1/8 ფინალურ შეხვედრაში სამხრეთ კორეა 4:1 გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე ზლატკო დალიჩის ხორვატიას დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 9 დეკემბერს, 19:00 საათზეა ჩანიშნული და ცხადია, ბრაზილიელები იქაც ფავორიტები არიან.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელთა ერთ-ერთი გოლის დროს, ფეხბურთელები ნაკრების თავკაცთან მიცვივდნენ და ერთობლივად ცეკვა დაიწყეს, რასაც ტიტეც აჰყვა, ეს კადრები კი მთელ მსოფლიოს მოედო. სწორედ ბრაზილიელთა და მით უფრო ტიტეს საქციელს გამოეხმაურა წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, ახლა კი საფეხბურთო ანალიტიკოსი და ექსპერტი როი კინი, რომელმაც სამხრეთ ამერიკელები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი მსგავსი ქცევებით მეტოქის უპატივცემულობას გამოხატავენ.

რაც შეეხება ბრაზილიელთა პასუხს, ის რამდენიმე საათის წინ ვიხილეთ, კერძოდ მთავარი მწვრთნელისგან, რომელმაც გოლების ასეთ სტილში აღნიშვნა შემდგენაირად ახსნა: "ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს შეურაცხყოფად აღიქვამენ. ფეხბურთელებს ვუთხარი დავეფარე, რათა არ გამოვჩენილიყავი და გოლი მხოლოდ მათთან ერთად მეზეიმა და არა კამერებისთვის. შესაბამისად, არანაირი სხვა განზრახვა არ მქონია, მხოლოდ მსურდა, რომ ბიჭებთან გოლის გატანა აღმენიშნა." - ტიტე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი