"მთავარია, რომ ევროპის საუკეთესო მოთამაშე მწყობრში იყოს" | რობერტო სოსა ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

"მთავარია, რომ ევროპის საუკეთესო მოთამაშე მწყობრში იყოს" | რობერტო სოსა ხვიჩაზე

"მთავარია, რომ ევროპის საუკეთესო მოთამაშე მწყობრში იყოს" | რობერტო სოსა ხვიჩაზე
5-12-2022, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, რობერტო სოსამ, რომელიც ნეაპოლური კლუბის მაისურით 2004-2008 წლებში თამაშობდა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, სადაც მან აღნიშნა, რომ მთავარია ხვიჩა კვარაცხელია მწყობრში იყოს, რათა პარტენოპეიმ წარმატებით სვლა გააგრძელოს:

"ხვიჩა კვარაცხელია? - ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ხვიჩა თურქეთში ნაპოლისთან ერთად იმყოფება, სადაც ის მოსამზადებელ პერიოდს სეზონის მეორე ნახევრისთვის გადის. შესაბამისად, ფაქტი, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ა. იმ შემთხვევაში, თუ ხვიჩა კვარაცხელია ტრავმებისგან არ შეწუხდება, მაშინ ნაპოლი კვლავ არაპროგნოზირებადი გუნდი იქნება, რომლის შეჩერებაც ბევრს გაუჭირდება." - რობერტო სოსა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 7 დეკემბერს, 21:45-ზე ადგილობრივი ანტალიასპორის წინააღმდეგ გამართავს და როგორც მოსალოდნელია, დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია გარკვეულ სათამაშო დროს მიიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი