მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა, სადაც "არსენალი" ემიერიტ სთედიუმზე "პარი სენ-ჟერმენს" მასპინძლობს.
დაპირისპირების პირველი ნახევრის შემდეგ, ანგარიში 0:1-ია, სტუმართა სასარგებლოდ.
ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტი გადაცემის შემდეგ, ბურთი კარში დემბელემ გადაგზავნა.
რაც შეეხება Sofascore-ს მიერ ფეხბურთელთა შეფასებებს, ამ ასპექტში კვარაცხელია 7,2 ქულით საუკეთესოა ორივე გუნდის შემადგენლობაში.