ლივერპულის არგენტინელი ნახევარმცველი ალექსის მაკ ალისტერი ბოლო პერიოდში მადრიდის "რეალის" შესაძლო ინტერესის ცენტრში მოექცა. ფეხბურთელმა გავრცელებულ ხმებსა და სპეკულაციებს კომენტარი TyC Sports-თან ინტერვიუში გაუკეთა.
"ვამოწმებ ჭორებს და სიახლეები ჩემამდეც აღწევს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აწმყოა," — აცხადებს მაკ ალისტერი.
"ლივერპულში თავს კარგად ვგრძნობ, დიდი პატივისცემა მაქვს კლუბის მიმართ და არ ვფიქრობ, რომ სხვა კლუბის ინტერესებზე საუბარი საჭიროა."
არგენტინელი ფეხბურთელი "ლივერპულში" გასულ ზაფხულს გადავიდა და სწრაფადვე იქცა გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად. მისი სტაბილური გამოსვლები "ენფილდზე" ყურადღების მიღმა არც ესპანურ გრანდს დარჩენია, თუმცა მაკ ალისტერი ამ ეტაპზე კლუბის შეცვლაზე ფიქრს არ აპირებს.