"უპირატესობას მახაჩევს ამის გამო მივცემდი" - ოლეინიკმა მოსალოდნელ ბრძოლაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"უპირატესობას მახაჩევს ამის გამო მივცემდი" - ოლეინიკმა მოსალოდნელ ბრძოლაზე ისაუბრა

"უპირატესობას მახაჩევს ამის გამო მივცემდი" - ოლეინიკმა მოსალოდნელ ბრძოლაზე ისაუბრა
გუშინ, 12:32
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ვეტერანმა, ალექსეი ოლეინიკმა, ისლამ მახაჩევსა და ილია თოფურიას შორის შესაძლო დაპირისპირებაზე თავისი მოსაზრება გამოთქვა.

ოლეინიკის შეფასებით, თოფურია მართლაც გამორჩეული და ნიჭიერი მებრძოლია, თუმცა წონის ცვლილებასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა გამოკვეთილი როლი შეიძლება ითამაშოს:

ილია ძალიან ძლიერი სპორტსმენია, მაგრამ როგორც წესი, ქვედა წონიდან გადასულ მებრძოლებს პირველ ეტაპზე სირთულეები ექმნებათ — მათ სრულად უნდა აჩვენონ თავიანთი შესაძლებლობები უფრო დიდ წონაში,“ — განაცხადა ოლეინიკმა.

მისი თქმით, გარკვეულ ასპექტებში უპირატესობა თოფურიას შეიძლება ჰქონდეს:

სისწრაფეში ალბათ ილია სჯობს, თუმცა ფიზიკური სიმძლავრით ისლამ მახაჩევი უფრო დამაჯერებელია. ბუნებრივად მსუბუქ წონაში გამოსული მახაჩევი თავისი მექანიკური ძალით სერიოზულ უპირატესობას ფლობს,“ — აღნიშნა ვეტერანმა მებრძოლმა.

რაც შეეხება სავარაუდო პროგნოზს, ოლეინიკმა მცირე უპირატესობა მახაჩევს მიანიჭა:

თუ პროცენტულად უნდა განვსაზღვრო, 55/45-ზე მახაჩევს მივცემდი უპირატესობას. თუმცა ბრძოლა ყოველთვის სიურპრიზებით არის სავსე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი