მოგეხსენებათ 'ნაპოლი' სეზონის მეორე ნახევრის დასაწყებად ემზადება, ამისთვის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრასაც ჩაატარებს ჯერ 'ანტალიასპორთან', ხოლო შემდეგ 12 დეკემბერს 'კრისტალ პალასს' დაუპირისპირდება.
ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport - ი კი აღნიშნულ შეხვედრებამდე გუნდის ტრამვირებული ფეხბურთელების ჯამრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ პარტენოპეიში ტრამვიანობის მხრივ დამაკმაყოფილებელი სიტუაციაა.
"კვარაცხელია გუნდს უკვე შეურთდა, ის ტრამვისგან სრულად გამოჯამრთელდა. ოსიმენიც გამოჯანმრთელდა წელის არეში მიყენებული ტრავმისგან. რაჰმანის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია და ის გუნდს მალე შეუერთდება." - განაცხადა იტალიური კლუბის ექიმმა რაფაელე კანინიკომ.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის ბიჭები დაბრუნების შემდეგ ოფიციალურ შეხედრას სერია A-ს ეგიდით, 'ინტერის' წინააღმდეგ გამართავენ.