"ამ ყველაფრის ახსნა მარტივი არ არის" - ხვიჩა კვარაცხელია » სპორტის ხაზი

"ამ ყველაფრის ახსნა მარტივი არ არის" - ხვიჩა კვარაცხელია

"ამ ყველაფრის ახსნა მარტივი არ არის" - ხვიჩა კვარაცხელია
დღეს, 13:48
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი პსჟ-სა და ასტონ ვილას შორის დაძაბულად წარიმართა. ფრანგულმა გრანდმა ინგლისელებთან 3:2 წააგო, თუმცა საერთო შედეგით ნახევარფინალში მაინც პსჟ გავიდა.

მატჩის შემდეგ, გუნდის ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარი აზრი ჟურნალისტებთან დააფიქსირა.

"მატჩის მსვლელობის ახსნა მარტივი ნამდვილად არ არის. ასტონ ვილამ აგრესიული თამაში შემოგვთავაზა და ხშირად ცდილობდა გრძელი გადაცემებით ჩვენთვის პრობლემების შექმნას. საბოლოოდ კი მთავარი მიზანი - ნახევარფინალში გასვლა მიღწეულია", — განაცხადა კვარაცხელიამ RMC Sport-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, 1/2 ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ არსენალს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი