UFC-ის ლეგენდამ და ისლამ მახაჩევის მეგობარმა დენიელ კორმიემ დაღესტნელი მებრძოლის მომავალ პოტენციურ მეტოქეზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა.
"ისლამს UFC-ში ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვს, როცა თოფურია ორგანიზაციაში მხოლოდ რამდენიმე წელია და სულ მგონი 6-7 ბრძოლა ექნება ჩატარებული, ისლამს კი 16-17 შეხვედრა.
მახაჩევს საუკეთესო რეზიუმო აქვს და მათ უნდათ, ისლამმა მთელი თავისი მემკვიდრეობა ერთი ხელის მოსმით სასწორზე დადოს, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ არ გააკეთებს", - განაცხადა კორმიემ.