ნეიმარი ბარსელონაში დაბრუნდებოდა, თუმცა კლუბი უარზეა » სპორტის ხაზი

ნეიმარი ბარსელონაში დაბრუნდებოდა, თუმცა კლუბი უარზეა

ნეიმარი ბარსელონაში დაბრუნდებოდა, თუმცა კლუბი უარზეა
18-04-2025, 20:03
Aa Aa
გაზიარება:

პარი სენ-ჟერმენში გატარებულ ბოლო პერიოდში და მას შემდეგაც მედიაში არაერთხელ დაიწერა ნეიმარის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნების შესახებ.

ახლახანს ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ ნეიმარი კამპ ნოუზე თამაშის იდეით კვლავ მოხიბლულია, თუმცა კლუბი საერთოდ სხვა აზრზეა.

ბარსელონა ამ ეტაპზე სხვა მიმართულებით მუშაობს და სხვა მოთამაშეებზეა ფოკუსირებული, შესაბამისად, ნეიმარის სურვილი სურვილადვე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი შემტევი ესპანეთიდან 2017 წელს წავიდა, პარი სენ-ჟერმენში კი 6 სეზონი გაატარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი