რონალდუ "იუვენტუსისგან" 19.9 მილიონ ევროს ითხოვს » სპორტის ხაზი

რონალდუ "იუვენტუსისგან" 19.9 მილიონ ევროს ითხოვს

რონალდუ "იუვენტუსისგან" 19.9 მილიონ ევროს ითხოვს
4-12-2022, 14:40
Aa Aa
გაზიარება:

კრიშტიანუ რონალდუ ტურინის "იუვენტუსისგან" 19.9 მილიონ ევროს ითხოვს. პორტუგალიელი 2020 წელს, პანდემიის დროს "ბიანკონერის" ხელფასის დაკლებაზე დათანხმდა, ახლა კი ამ თანხის ანაზღაურებას ითხოვს.

გამოძიება ცოტა ხნის წინ დაიწყო. ოფიციალური ორგანოები ტურინის "იუვენტუსის" საქმეს განიხილავენ. "ბებერმა ქალბატონმა" საჯაროდ განაცხადა, რომ 2020 წელს ფეხბურთელებს ხელფასს რამდენიმე თვის მანძილზე ვერ გადაუხდიდა. ეს ყველაფერი საფონდო ბირჟის და ფედერაციის ოფიციალურ ბალანსებში არ ფიქსირდება.

La Gazzeta dello Sport-ის თქმით, პორტუგალიელმა შემტევმა ადვოკატთა ჯგუფი დაიქირავა და საქმის გამოძიება დაავალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.