სოციალურ ქსელში “პსჟ”-ს ფორვარდის - კილიან მბაპესა და მარჯვენა მცველის, აშრაფ ჰაკიმის დიალოგის ამსახველი ვიდეო ვრცელდება. მბაპე ჰაკიმის ეუბნება რომ მხოლოდ ბოდიშის მოხდა საკმარისი არაა და მისგან "წესიერ" პასებს ელის.
მბაპე: "ვფიცავ, ვიდეოს ვუყურე"
ჰაკიმი: "თუ ასეა, ბოდიშს გიხდი"
მბაპე: "ბოდიში საკმარისი არაა, წესიერი პასი უნდა მომცე"
ადგილობრივი მედია ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ რაც მბაპემ "პსჟ"-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, ურთიერთობა გაუფუჭდა რამდენიმე ფეხბურთელთან, რადგან მათ აკრიტიკებდა და სხვადასხვა პრეტენზიას უყენებდა. რასაც ამ ვიდეოში ჰაკიმის მიმართაც ვხედავთ.
VIDEO: