"კვარაცხელია ვარჯიშებზე უბრალოდ დაფრინავს" | Football Italia » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია ვარჯიშებზე უბრალოდ დაფრინავს" | Football Italia

"კვარაცხელია ვარჯიშებზე უბრალოდ დაფრინავს" | Football Italia
3-12-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Football Italia წერს, La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ მიღებული წელის ტრავმა 100%-ით მოირჩინა და ქართველი ფეხბურთელი ნაპოლის ამჟამინდელ სავარჯიშო სესიებზე უბრალოდ დაფრინავს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია თურქეთში გასამართი შეხვედრებისთვის აბსოლუტურად მზად იქნება. როგორც იცით, ლუჩანო სპალეტის გუნდი შეკრებას ქალაქ ანტალიაში გადის, სადაც ნაპოლი პირველ შეხვედრას ანტალიასპორის წინააღმდეგ 7 დეკემბერს, 21:45-ზე გამართავს.

"ხვიჩა კვარაცხელია თავიდან ბოლომდე გამოჯანმრთელდა და გარდა ამხანაგური შეხვედრებისა, ნაპოლის შეუძლია, რომ ქართველი ფეხბურთელის იმედი 4 იანვრისთვისაც ჰქონდეს, რა დროსაც ლუჩანო სპალეტის ბიჭები მილანის ინტერს დაუპირისპირდებიან." - წერს Football Italia.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი