VIDEO: ბოლო წუთების დრამა - ლეიკერსმა ბაქსი დაამარცხა » სპორტის ხაზი

VIDEO: ბოლო წუთების დრამა - ლეიკერსმა ბაქსი დაამარცხა

VIDEO: ბოლო წუთების დრამა - ლეიკერსმა ბაქსი დაამარცხა
3-12-2022, 15:07
Aa Aa
გაზიარება:

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში საინტერესო თამაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს იანის ანტეტოკუნმპოს ბაქსი და ლეიკერსი დაუპირისპირდნენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ამ სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა იყო. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ლეიკერსმა მოიპოვა, ბაქსმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ წლევანდელი პლეიოპის კონკურენტუნარიანი გუნდი იქნება.

გამარჯვებულებს ენტონი დევისმა ულიდერა, რომელმაც თამაში 44 ქულით, 10 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა. რაც შეეხება ლებრონს, 37 წლის კალათბურთელმა 28 ქულას 8 მოხსნა და 11 პასი მოაგროვა. ორმაგი დუბლი ჰქონდა რასელ ვესტბრუკსაც - 15 ქულა, 7 მოხსნა და 11 პასი.

VIDEO: ბოლო წუთების დრამა - ლეიკერსმა ბაქსი დაამარცხა

ლებრონ ჯეიმსის მორიგი კარგი თამაში

მილოუკიში განსაკუთრებული იყო რა თქმა უნდა იანისი, რომელმაც 40 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიიწერა. გუნდის შემადგენლობაში არ ყოფილა ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლოს ანჯელეს ლეიკერსმა 21 თამაშიდან 9 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ბაქსს, გუნდი მოგება-წაგებათა 15-6 ბალანსით აღმოსავლეთში მხოლოდ ბოსტონს ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი