ლუის სუარესი : 'ფიფა ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს' » სპორტის ხაზი

ლუის სუარესი : 'ფიფა ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს'

ლუის სუარესი : 'ფიფა ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს'
2-12-2022, 23:56
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ H ჯგუფის ორი ნაკრები გავარკვიეთ, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ითამაშებენ. პორტუგალია და სახრეთ კორეა - მიუხედავად იმისა, რომ ურუგვაიმ განასთან თავისი შეხვედრა მოიგო, პარალელურად პორტუგალიამ წააგო, არსებული ანგარიში კი სამხერთ ამერიკული ნაკრებისთვის მისაღები არ იყო. ბევრი მცდელობის მიუხედავად დიეგო ალონსოს ბიჭებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ურუგვაის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლუის სუარესმა ფიფა საჯაროდ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ფიფა ყოველთვის ურუგვაის წინააღმდეგ მოქმედებს.

"რაც გვინდოდა არ მოხდა. ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლა იყო, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ. დარვინ ნუნიესზე პენალტი ცალსახად იყო, კავანის ეპიზოდშიც კონტაქტი აშკარა იყო.

ვითხოვ, რომ ფიფას კომიტეტმა განცხადება გაავრცელოს და აგვიხსნან, თუ რის გამო არ დანიშნეს პენალტები. ამით თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ ასეთი სცენარი ყველანაირ ჩარჩოს სცდება.

ლუის სუარესი : 'ფიფა ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს'

ურუგვაი მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა

მატჩის შემდეგ ჩემი შვილების ნახვა მინდოდა, თუმცა ამაზეც უარი მითხეს. როგორც სჩანს ურუგვაის მეტი ავტორიტეტი სჭირდება, რადგან ფიფა ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგაა."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი