გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით ინგლისური ვესთ ჰემია დაინტერესებული - ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი გამოცემა CaughtOffside ავრცელებს და ირწმუნება, რომ საქმე იმდენად სერიოზულადაა, ქართველი ჩაქუჩების მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდა.
წყარო იმასაც გვატყობინებს, რომ ვესთ ჰემის ინტერესის თაობაზე თავად ფეხბურთელმაც იცის და მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ლიონის ამჟამინდელ სეზონზე.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 38 საკლუბო მატჩში მიქაუტაძემ თავი 14 გოლითა და 8 ასისტით გამოიჩინა.