ქალთა ნაკრების ფეხბურთელებისთვის უეფას B ლიცენზიის კურსი დაიწყო » სპორტის ხაზი

ქალთა ნაკრების ფეხბურთელებისთვის უეფას B ლიცენზიის კურსი დაიწყო

ქალთა ნაკრების ფეხბურთელებისთვის უეფას B ლიცენზიის კურსი დაიწყო
29-03-2025, 03:07
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მოთამაშეებისთვის, უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი დაიწყო.

კურსი ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს საშუალებას აძლევს საფეხბურთო კარიერის მიმდინარეობისას მიიღონ სამწვრთნელო განათლება და დაეუფლონ შესაბამის ლიცენზიას.

სპეციალური კურსის პირველი მოდული სანაკრებო შეკრების მიმდინარეობისას ტარდება, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი გუნდი მალტასთან ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მსმენელები მიიღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ უეფა-ს B ლიცენზიას. კურსზე 23 ფეხბურთელი ირიცხება.

2024 წელს, ქალთა ნაკრების ფეხბურთელებისთვის უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი გაიმართა.

gff


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი