ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 70 წლის სპეციალისტის, ჟორჟე ჟეზუსის კანდიდატურას განიხილავს, – ინფორმაციას ESPN-ის ბრაზილიური ბიურო ავრცელებს.
სხვა ინფორმაცია აქვს Globo-ს, რომლის მტკიცებითაც პრიორიტეტი კარლო ანჩელოტია და თუ მასთან საქმე არ გამოვა, მაშინ ფედერაცია ჟეზუსის კანდიდატურაზე გადაერთვება.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი დორივალ ჟუნიორია. მისმა გაწვრთნილმა ნაკრებმა 16 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ შვიდში გაიმარჯვა.