საქართველოს ქალთა ნაკრები მალტას დაუპირისპირდება » სპორტის ხაზი

საქართველოს ქალთა ნაკრები მალტას დაუპირისპირდება

საქართველოს ქალთა ნაკრები მალტას დაუპირისპირდება
28-03-2025, 14:40
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება.

აპრილის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ირის ანტმანის გუნდი მალტას დაუპირისპირდება. პირველი მატჩი თბილისში, 4 აპრილს გაიმართება, 8 აპრილს კი, ჩვენი გუნდი მეტოქეს სტუმრად დაუპირისპირდება.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში, სფფ-ის საწვრთნელი ცენტრის, ბასას მოედანზე ემზადება.

2025 წლის ერთა ლიგის C ლიგის გათამაშებაში, საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში ასპარეზობს, სადაც მისი მეტოქეები ანდორა, მალტა და კვიპროსი არიან. C ლიგა ექვსი ჯგუფისგან შედგება და B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი-ოფში B ლიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან. ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრების აქტივში 3 ქულაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი