H ჯგუფიდან გასული გუნდების ვინაობა ცნობილია » სპორტის ხაზი

H ჯგუფიდან გასული გუნდების ვინაობა ცნობილია

H  ჯგუფიდან გასული გუნდების ვინაობა ცნობილია
2-12-2022, 21:03
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის H ჯგუფში პორტუგალიის, ურუგვაის, სამხ.კორეისა და განას ეროვნული ნაკრებები ასპარეზობდნენ. როგორც წესი, მატჩები დაძაბული სცენარით მინდინარეობდა. პირველ ტურში პორტუგალიელები განას შეხვდნენ. სიმართლე რომ ითქვას, კრიშტიანუ რონალდუსა და კამპანიას მარტივი მატჩი არ ჰქონიათ. ამაზე შეხვედრის ანგარიშიც მეტყველებს. ანგარიში რონალდუმ 65-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გახსნა, თუმცა სხვაობა ანდრე აიუს გოლით მალევე აღადგინა. 78-ე წუთზე ჟოაო ფელიშის, 80-ეზე კი რაფაელ ლეაუს გოლებით პორტუგალია წინ გავიდა. განამ შეხვედრის ბოლოს ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. მატჩი 3-2 დასრულდა. რაც შეეხება ურუგვაისა და სამხ.კორეის შეხვედრას, ის 0-0 დასრულდა.

ამ ჯგუფის მთავარი შეხვედრა მეორე ტურში შედგა. გულშემატკივარს დაძაბული შეხვედრის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა პორტუგალიამ ბრუნო ფერნანდეშის დუბლით ურუგვაი მარტივად დაამარცხა. სამაგიეროდ, მეტად სანახაობრივი გამოდგა მეორე მატჩი, სადაც დაძაბულ ბრძოლაში განამ კორეას 3-2 სძლია.

მესამე ტურს ამ ჯგუფიდან გასული მეორე გუნდის ვინაობა უნდა დაედგინა. პორტუგალიელებს 6 ქულით ფლეი ოფი განაღდებული ჰქონდათ.მეორე მერვედფინალისტი კი დანარჩენებს შორის უნდა გარკვეულიყო. მიუხედავად იმისა, რომ სამხ.კორეეელები მარცხდებოდნენ, შეხვედრის პირველ ტაიმში ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, უკანასკნელ წუთებზე კი შეხვედრაც მოიგეს. მარცხისდა მიუხედავად, პორტუგალია პირველ ადგილზე გავიდა. მეორე მატჩში ურუგვაიმ განა 2-0 დაამარცხა, თუმცა კორეელთა გამარჯვების შემდგომ მათ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგეს. პორტუგალიისა და სამხ. კორეის მეტოქეები ბრაზილიას, კამერუნის,შვეიცარიასა და სერბეთს შორის გაირკვევა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი