საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება.
აპრილის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ირის ანტმანის გუნდი მალტას დაუპირისპირდება. პირველი მატჩი თბილისში, 4 აპრილს გაიმართება, 8 აპრილს კი, ჩვენი გუნდი მეტოქეს სტუმრად დაუპირისპირდება.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში, სფფ-ის საწვრთნელი ცენტრის, ბასას მოედანზე ემზადება.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), სვეტლანა გაბელაია (ნიკე-ლუსო, თბილისი)
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათია ჯოჯუა (ელიტა, თბილისი), ანი აკობიძე (ლანჩხუთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ტატიანა მატვეევა (ლანჩხუთი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური) მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), თინათინ ამბალია (კვარტალი, თბილისი), ნინი ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნათელა წოწერია (კვარტალი, თბილისი), ხატია ჭყონია (ნიკე-ლუსო, თბილისი),
2025 წლის ერთა ლიგის C ლიგის გათამაშებაში, საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში ასპარეზობს, სადაც მისი მეტოქეები ანდორა, მალტა და კვიპროსი არიან. C ლიგა ექვსი ჯგუფისგან შედგება და B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი-ოფში B ლიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან. ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრების აქტივში 3 ქულაა.
nakrebi.ge