ქუთაისის "ტორპედოს" დამრიგებელმა, დირკ შუსტერმა, ეროვნულ ლიგაში ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ, 28 მარტს, გასამართ შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი.
"სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი განახლებული ენერგიითა და განწყობით ვბრუნდებით.
ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ ძლიერ სომხურ კლუბ "ნოასთან". ამ მატჩში ისევე, როგორც ზოგადად, ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი ინფორმაცია მივიღე.
ვიცით, რომ "დინამო" ძლიერი მეტოქეა, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. მათ დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს."
- ამბობს გერმანელი სპეციალისტი.