საქართველოს ნაკრები კვიპროსის ჯგუფში მოხვდა | ესპანეთით ვიწყებთ » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრები კვიპროსის ჯგუფში მოხვდა | ესპანეთით ვიწყებთ

საქართველოს ნაკრები კვიპროსის ჯგუფში მოხვდა | ესპანეთით ვიწყებთ
27-03-2025, 19:11
Aa Aa
გაზიარება:

ლატვიის დედაქალაქ რიგაში დასრულდა ევრობასკეტ 2025-ის წილისყრა, რომელმაც ტურნირის მონაწილე 24 გუნდი ჯგუფებში გადაანაწილა. წილისყრამდე გამოქვეყნებულ განთესვაში საქართველოს ნაკრები მე-4 კალათაში მოხვდა თურქეთთან, ისრაელთან და ფინეთთან ერთად. ფინეთი, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა, აღნიშნული ნაკრებებიდან ვერც ერთს ვერ უმასპინძლებდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები დარჩენილი 3 ქვეყნიდან ერთ-ერთში – კვიპროსში მოხვდა, რომელშიც მასპინძელთან ერთად ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია და ბოსნია-ჰერცეგოვინა არიან.

ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება და მისი 4 ჯგუფი სათითაოდ 4 ქვეყანაში გაიმართება. თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გავა, რომლებიც თავს ლატვიაში მოიყრიან და კონტინენტის საუკეთესო ნაკრების გამოსავლენად ბრძოლას მერვედფინალიდან დაიწყებენ.

ცნობილი გახდა ჩვენი ჯგუფის კალენდარიც:

28 აგვისტო
საქართველო – ესპანეთი
30 აგვისტო
იტალია – საქართველო
31 აგვისტო
საქართველო – საბერძნეთი
2 სექტემბერი
კვიპროსი – საქართველო
4 სექტემბერი
ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო


GBF


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი